სიახლეები
-
 |
14 ნოემბერი, 2013
ქობულეთის შემოვლითი გზის დასრულებულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ოზურგეთი-ქობულეთის გზის გავლით ხორციელდება
ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი I მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო გახდა ტრასის ბოლო მონაკვეთის საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის ს/გზის ოზურგეთი-ქობულეთის მონაკვეთთან (კმ67-კმ71) მიერთება.
|
-
 |
11 ნოემბერი, 2013
ზაჰესი–ნატახტარის მონაკვეთზე საფარის განახლების სამუშაოების III ეტაპი დაიწყო
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული გზის კმ21-კმ25 (მცხეთა-საგურამოს) მონაკვეთზე მარცხენა მიმართულებით (საგურამო-მცხეთა) მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდება 2013 წლის 11 ნოემბრის დღის 13:00 საათზე და ამ დროიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება თავისუფალ რეჟიმში.
|
-
 |
6 ნოემბერი, 2013
ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთზე ასფალტის საფარი განახლდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტრის 10,73 კმ-იანი მონაკვეთი დედაქალაქის გასასვლელიდან ნატახტრის სატრანსპორტო კვანძამდე გრძელდება და ის ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი ავტოტრანსპორტის, მათ შორის მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის დიდი ინტენსივობით ხასიათდება, რის გამოც გზის არსებული სამოსი (ასფალტის ზედა ფენა) მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
|
-
 |
2 ნოემბერი, 2013
საგურამო-მცხეთის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოძრაობის რეჟიმი დროებით შიცვლება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები. თბილისი-მცხეთის მონაკვეთზე (კმ17-კმ21) მცხეთა-თბილისის მიმართულებით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება 2013 წლის 3 ნოემბრის დილის 06:00 საათზე და ამ დროიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება თავისუფალ რეჟიმში.
|
-
 |
31 ოქტომბერი, 2013
მდინარე კისისხევზე არსებული ხიდი დაზიანდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა–თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზის 35–ე კმ–ზე, მდინარე კისისხევზე არსებული ხიდი გუშინ ღამე ნაწილობრივ დაზიანდა.
დეპარტამენტის მიერ ადგილზე გაგზავნილია საპროექტო ჯგუფი, მობილიზებულია სამშენებლო ორგანიზაციები და დაწყებულია ხიდის აღდგენითი სამუშაოები.
|
|
|