Search

სიახლეები


  •  
    18 სექტემბერი, 2011

    ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის  24,8 კილომეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია დასრულებულია. დღეს, აღნიშნული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, შემოქმედელმა  მიტროპოლოტმა იოსებმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილმა გახსნეს.

    რაიონული მნიშვნელობის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი, გამოიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, სანიაღვრე სისტემებს,  სავალ ნაწილზე დაიგო გზის საფარი, რომლის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე ათეული წელია. გზა ხუთი სხვადასხვა ფენისგან შედგება, რაც მის მედეგობას უზრუნველყოფს. ასევე, გაკეთდა გვერდულები,  ბეტონის კიუვეტები  და ეზოებამდე მისასვლელები.

    Read More
  •  
    14 სექტემბერი, 2011

    მესტიაში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა. სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, ახალი ხიდი და 136 კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე- საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და მესტიის სტუმრები.

    Read More
  •  
    22 აგვისტო, 2011

    დღეს, ოფიციალურად გაიხსნა საკურორტო ქალაქი ანაკლია. დღესვე, გაიხსნა ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი და საფუძველი ჩაეყარა ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომელსაც ტრენინგ ცენტრის ფუნქციაც ექნება.

    აღნიშნული ხიდი  გერმანელმა არქიტექტორმა პიტერ ვალსერმა, შპს "ტრანსპროექტის" თანაავტორობით დააპროექტა. საფეხმავლო ხიდი მთლიანად ხისგან არის დამზადებული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიგრძის ხის ხიდი არათუ საქართველოში, მთელ ევროპაში არ არსებობს.  ხიდი  მდინარე ენგურზეა გადებული და განმუხურისა და ანაკლიის ბულვარებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდის მოაჯირები და ბაგირები თანამედროვე და ორიგინალური განათებით არის განათებული, რაც  ულამაზეს სანახაობას ქმნის.

    Read More
  •  
    18 აგვისტო, 2011

    თბილისის შემოსავლელ გზაზე  მომსახურებისა და დასვენების კომპლექსი შენდება. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა   ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  აღნიშნული  ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობა პირადად მოინახულა.                                  

    გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული მომსახურების კომპლექსი თბილისის შემოსავლელ გზაზე, ლოჭინის კვანძთან  შენდება. პროექტით გათვალისწინებულია ბენზინგასამართი სადგურის, მოსასვენებელი კომპლექსისა  და მომსახურების ცენტრის მშენებლობა. მოსასვენებელ ცენტრში განლაგებული იქნება: სწრაფი კვების ობიექტი, მინი რესტორანი, საბანკო მომსახურეობის მცირე ოფისი, მარკეტი. მოხდება ტერიტორიის გამწვანება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა.  მოეწყობა ნახევრად ღია საპიკნიკე ადგილები  და სპეციალური სავაჭრო ფართი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისათვის.

    Read More
  •  
    14 აგვისტო, 2011

    კურორტ გომისმთაზე,  დღეს, სახალხო დღესასწაული "გომისმთობა-2011" გაიმართა. დღესასწაულში მონაწილეობა, კურორტის სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო. "გომისმთობა-2011", უკვე მეორე წელია იმართება. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი, ჩატარდა შეჯიბრება მინი ფეხბურთსა და მკლავჭიდში, გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ფოლკლორულ ანსამბლ  "შვიდკაცას" კონცერტი და დაფუძნდა ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლების ფესტივალი "ჭინჭაოს ფესტივალი".

    რამაზ ნიკოლაიშვილი და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ გომის წმინდა გიორგის სახელობის ახლად აშენებული ეკლესიას ეწვივნენ, რომელიც სწორედ დღეს გაიხსნა. მინისტრმა პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესის საავტომობილო გზის რეაბილიტირებული 17 კმ-იანი მონაკვეთი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, რის შემდეგაც რამაზ ნიკოლაიშვილი გომისმთობის აღსანიშნავ დღესასწაულს შეუერთდა. 

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player