Search

სიახლეები


  •  
    30 ოქტომბერი, 2011

    შიდა ქართლის 40 სოფლის მოსახლეობა გადაადგილებას რეაბილიტირებული გზით შეძლებს. დღეს, ქარელი-სამწვერისი-ოსიაურის რაიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზის 23 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა,  პრეზიდენტის რწმუნებულთან შიდა ქართლის რეგიონში გიორგი ტატიშვილთან ერთად მოინახულა.

    ქარელი-სამწვერისი-ოსიაურის ამორტიზებული საავტომობილო გზა, გადაადგილების პრობლემებს ირგვლივ მდებარე 40  სოფლის მოსახლეობას უქმნიდა.

    Read More
  •  
    23 ოქტომბერი, 2011

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, 50 სტუდენტს, რომლებმაც 3 თვიანი პროფესიული პრაქტიკა სამინისტროსა და მის საქვეუწყებო სამსახურებში გაიარეს, სტაჟირების დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა, წარმატებული 40-მდე პრაქტიკანტი კი, დაასაქმა.  

    პრაქტიკისთვის სტუდენტთა შერჩევა იმ მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამინისტროსა და ოთხ უმაღლეს სასწავლებელს - "საქართველოს უნივერსიტეტს", "თბილისის  თავისუფალ  უნივერსიტეტს",  "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა" (GIPA) და "კავკასიის უნივერსიტეტს"   შორის  მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. 

    Read More
  •  
    18 ოქტომბერი, 2011

    საჩხერის  2 ცენტრალური ნაწილი ერთმანეთს 2 ახალი ხიდით დაუკავშირდება. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიასთან ერთად, საჩხერეში სახიდე გადასასვლელებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

    2 წლის წინ, საჩხერეში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საავტომობილო ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო, რის შედეგადაც   ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლა  მოსახლეობას ამორტიზებული შემოვლითი გზით   უხდებოდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავდაპირველად 4 კმ-იანი შემოვლითი გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რის შემდეგაც საჩხერეში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 56-ე კილომეტრზე, მდინარე ყვირილაზე 2 ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დაიწყო.

    Read More
  •  
    12 ოქტომბერი, 2011

    თერჯოლისა და ჭიათურის მოსახლეობა ერთმანეთს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება. თუზი-ქვაციხე-კაცხის 9,5 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა მაქაცარიასთან ერთად რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.
    თუზი-ქვაციხე-კაცხის 9,5 კმ-იანი გზა ერთმანეთს თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლებს აკავშირებს.  სოფელ კაცხში მდებარე ისტორიული ხუროთმოძღვრების ძეგლის –კაცხის სვეტის გამო, აღნიშნული გზა ტურისტული თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია.

    Read More
  •  
    1 ოქტომბერი, 2011

    დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში, დაბა დმანისში დმანისობის დღესასწაული გაიმართა.  უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო ზეიმი მიმდინარე წელს განსაკუთრებულად  აღინიშნა. დმანისობის დღესასწაულს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები დმანისში მთელი დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა.

    სადღესასწაულო ღონისძიებების დაწყებამდე კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძემ დიდი დმანისი-ბედიანას საავტომობილო გზის 12,7 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player