Search

სიახლეები


  •  
    29 ნოემბერი, 2011

    რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ხაშური-ხევის მონაკვეთზე რთული კლიმატური პირობების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ხილვადობის არარსებობის გამო მოძრაობა შეიზღუდა რამდენიმე საათით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თოვლმწმენდი მექანიზმები მობილიზებულია და ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში. რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რათა მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.v 

    Read More
  •  
    28 ნოემბერი, 2011

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ორი 800 მეტრიანი გვირაბის, 30 კმ საავტომობილო გზის და ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული ორი ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური მომსახურების კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია.

     სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთი E-60 მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელზეც დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა ხორციელდება. გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია ამიერკავკასიაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და საგზაო - სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. 

    Read More
  •  
    21 ნოემბერი, 2011

    დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად რიკოთის გვირაბი გახსნა. 

    რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით რიკოთის გვირაბის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული გვირაბის სიგრძე 1750 მეტრი, სიგანე 9.15 მეტრი, ხოლო სიმაღლე 5 მეტრია. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:
     
     

    Read More
  •  
    16 ნოემბერი, 2011

    საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ყვარელში "ილიას ტბის" საზეიმო გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში აღმშენებლობის პროცესი წარმოუდგენელი მასშტაბით გაიშლება და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი ტურისტული კომპლექსები მრავლად აშენდება. მომავალი წელი კახეთის რეგიონისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივებისთვის ეს სიახლე არამარტო სასიამოვნო დასვენების საშუალება, არამედ ახალი შემოსავლის წყაროც გახდება.

     

    Read More
  •  
    2 ნოემბერი, 2011

    თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე 8.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს, აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცეზარ ჩოჩელთან ერთად მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

    რამაზ ნიკოლაიშვილი მოსახლეობას  საქართველოს მთავრობის იმ "ათპუნქტიანი გეგმის" ("ათპუნქტიანი გეგმა მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის 2011-2015 წლებში")  შესახებ ესაუბრა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რაც შეიძლება მეტი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნაა.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player