Search

სიახლეები


  •  
    31 მარტი, 2012

    დღეს, ქალაქ ქუთაისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განახლებულ შენობაში  რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელზეც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ  2011 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოებისა და 2012 წლის გეგმების შესახებ.

    Read More
  •  
    17 თებერვალი, 2012

    საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში დღეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილი ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად მივიდა და სიმბოლურად, ტრაქტორით პირველი თხრილიც გააკეთა.
    ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება იაპონიის მთავრობის (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით) და საქართველოს მთავრობის მიერ.
     

    Read More
  •  
    14 თებერვალი, 2012

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, მსოფლიოში ცნობილი "შწაროვსკი"-ს შვილობილი კომპანიების ,,სვარკოსა" და "დამბახის" ხელმძღვანელ პირებს ჰარალდ მუსილს, ანდრეას რეგს და იურგენ ვობსტს შეხვდა. ,,სვარკოსა" და "დამბახის" საქმიანობის ერთ-ერთი სფერო ავტომაგისტრალების კეთილმოწყობა და უსაფრთხოებაა.  

    Read More
  •  
    23 იანვარი, 2012

    მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-ლარსის მონაკვეთზე  მოძრაობა აღდგა. 
    მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. 
    გადაადგილება შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისათვის.
    დანარჩენი სახის ავტროტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია
    მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
    გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    Read More
  •  
    22 იანვარი, 2012

    საავტომობილო გზის კობი-გუდაურის  მონაკვეთზე მოძრაობა დღის ბოლოსთვის აღდგება.  აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარის გაწმენდით სამუშაოებში დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო მონაწილეობა. იგი ბოლო 24 საათის განმავლობაში პირადად ესწრებოდა გზის გაწმენდით სამუშაოებს და ეხმარებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს  აღნიშნული მონაკვეთის თოვლისგან გასუფთავებაში.

    რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის მუშაობით. სწორედ აღნიშნული დეპარტამენტის ოპერატიულობის შედეგია, რომ მიუხედავად მოსული უხვი ნალექისა, კობი-გუდაურის, ასევე ცენტრალური მაგისტრალის და რაიონულ ცენტრებთან დამაკავშირებული მონაკვეთები ზამთრის სეზონის განმავლობაში ხანგრძლივად  არ ჩაკეტილა და მოძრაობის შეფერხება მინიმუმამდე იყო დაყვანილი. 
    ამჟამად კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებული გვირაბების შესასვლელ-გასასვლელები ჩამოწოლილი  5-6 მეტრიანი ზვავებისაგან იწმინდება და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის დღის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.
    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player