Search

სიახლეები


  •  
    6 ივნისი, 2012

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად, ოზურგეთი-ლიხაურის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრმა და რწმუნებულმა ასევე, ოზურგეთის ცენტრალური მოედნისა და რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულეს. 

    Read More
  •  
    1 ივნისი, 2012

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიასთან ერთად, ქუთაისის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით ხორციელდება.

     
    Read More
  •  
    13 მაისი, 2012

     დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, სტიქიიის შედეგად დაზარალებულ ქალაქ გურჯაანში იმყოფებოდა. მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. 

     
    Read More
  •  
    11 მაისი, 2012

     ევროპის საინვესტიციო ბანკი სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობისათვის საქართველოს დაფინანსებას გამოუყოფს. საგრანტო ხელშეკრულებას დღეს, ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა მოაწერეს, ხოლო სასესხო ხელშეკრულებას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა. საგრანტო ხელშეკრულება 20 მლნ ევროს გამოყოფას, ხოლო სასესხო ხელშეკრულება 170 მლნ ევროს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით გადმოცემას ითვალისწინებს. 

     
    Read More
  •  
    18 აპრილი, 2012

    აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფს. ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ ხელი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ქობულეთში მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო.

    ქობულეთის შემოვლითი გზა აჭარის შემოვლითი გზის ერთ-ერთი სეგმენტია. აღნიშნული გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player