Search

სიახლეები


  •  
    29 აგვისტო, 2012

     ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ორი, პარალელური ესტაკადის მშენებლობა დასრულდა. დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის მინისტრი ესტაკადის მშენებლობის პროცესის ბოლო ეტაპს და ტესტირების სამუშაოებს პირადად დაესწრო. აღნიშნული ხიდ-ესტაკადები ორივე მიმართულებით (დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით) მდინარე ლიახვსა და მის მიმდებარე მშრალ ხევზე გადის. ორივე ესტაკადა 42 ბურჯზე დგას, თითოეული ესტაკადის სიგრძე 880 მეტრია, ხოლო ერთი მიმართულების სავალი ნაწილი 2 ზოლიანია და სიგანე 11.5 მეტრს შეადგენს. ესტაკადებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გარე განათების სისტემები დამონტაჟდა, რომელიც ეკონომიურობით და ნათების სიმძლავრით გამოირჩევა. ესტაკადების მშენებლობაზე პირდაპირ და ირიბად ორი წლის მანძილზე 700 სტაბილური სამუშაო ადგილი შეიქმნა და დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. 
    აღნიშნული ესტაკადების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმში, უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდება. მშენებლობის დაწყებამდე ესტაკადების ადგილზე არსებული ხელოვნური ნაგებობები (1 ხიდი და 2 გზაგამტარი) ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროებდა რეკონსტრუქციას, აღნიშნული 880 მეტრიანი ხიდ-ესტაკადების მშენებლობა კი, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტურია. ახალი ესტაკადები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ანტი-სეისმური საყრდენი ნაწილებით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მშენებლობა საქართველოში პირველად განხორციელდა. სვენეთი-რუისის მონაკვეთზე ესტაკადების მშენებლობში უნიკალური, ფრაგნული მეთოდი ხიდების მშენებლობაში მსოფლიოში ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ „ფრეისი ნეტმა“ გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, ერთიანი მონოლითური სისტემის მალის ნაშენის დამზადება ესტაკადის მიმდებარე სამშენებლო მოედანზევე ხდებოდა და შემდეგ გადაცურების მეთოდით მონტაჟდებოდა. 

    ესტაკადების მშენებლობა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.

    Read More
  •  
    25 აგვისტო, 2012

    ჭიათურისა და საჩხერის მოსახლეობა დედაქალაქს რეაბილიტირებული გზით დაუკავშრდება. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  რამაზ ნიკოლაიშვილმა გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.  გომი-საჩხერე-ჭიათურის   საავტომობილო გზის მეშვეობით, ჭიათურისა და საჩხერის მოსახლეობა დედაქალაქს  და დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოს უკავშირდება. აღნიშნული გზა, რიკოთის საუღელტეხილო გზის გადაკეტვის შემთხვევაში   აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული მაგისტრალის ფუნქციასაც ასრულებს.  გზის აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში  მწყობრიდან იყო გამოსული და გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა, როგორც მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, ასევე სატრანზიტო ტვირთებს. გარდა ამისა, რეაბილიტირებული გზა მოემსახურება 10-ზე მეტი სოფლის 15 000-ზე მეტ მაცხოვრებელს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, პირდაპირ და ირიბად, დასაქმებულია 100 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივია.

    გომი-საჩხერე-ჭიათურის   საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის საფუძველი, გაკეთდა სანიაღვრე არხები, აშენდა ხელოვნური ნაგებობები და ამჟამად ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
    Read More
  •  
    10 აგვისტო, 2012

     

    ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. რუისი-აგარას მონაკვეთზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი  დაესწრნენ. პროექტი ითვალისწინებს 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას. მათ შორის 11 კმ არსებული გზის  4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითი ავტო-მაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია.

     

    Read More
  •  
    28 ივნისი, 2012

    დღეს,  საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას  შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისათვის“  საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე იმნაძემ. ხელმოწერის ცერემონიას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდა.

     
    Read More
  •  
    7 ივნისი, 2012

    ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან მალე მომსახურებისა და დასვენების ახალი კომპლექსი ამოქმედდება. დღეს,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თბილისის შემოსავლელ გზაზე, ლოჭინის კვანძთან მშენებარე კომპლექსში მიმდინარე  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.  

     

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player