Search

სიახლეები


  •  
    8 ნოემბერი, 2012

      

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში  მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

     

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ზაქარია ხუნძაყიშვილის  ინიციატივით დეპარტამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო – მრჩეველთა საბჭო შეიქმნა.

    სათათბირო ორგანო   საავტომობილო გზების სპეციალისტებითა და ექსპერტებით დაკომპლექტდა.  საბჭოს შემადგენლობაში  დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად  სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული   ექსპერტებიც იმუშავებენ.

    მრჩეველთა საბჭო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და სათანადო გადაწყვეტილებების მომზადების მიზნით შეიქმნა. საბჭო ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და  საერთაშორისო–საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზეც იმუშავებს.

     

    Read More
  •  
    7 ნოემბერი, 2012

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მსოფლიო ბანკის წარმომადგებლებს შეხვდა

     

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის  თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი  მსოფლიო ბანკის საზედამხედველო მისიის წარმომადგენლებსევროკავშირის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის პროექტების ხელმძღვანელს  ჟან ფრანსუა მარტოს და  საერთაშორისო საგზაო ინჟინერექსპერტს    მარინოს კემპასს  შეხვდა.   სამუშაო  შეხვედრას, ასევე, დეპარტამენტის  თავმჯდომარის მოადგილეები, ხოლო მსოფლიო ბანკის მხრიდან გარემოს დაცვის სპეციალისტი დარეჯან კაპანაძე და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტების ხელმძღვანელი იოსებ  მელითაური  ესწრებოდნენ.  

    შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული  გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის  მიმდინარე პროექტები  განიხილეს და მომავალი სამუშაო შეხვედრის  გრაფიკზე შეთანხმდნენ.

    მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში რამდენიმე დღე დარჩებიან და მიმდინარე პროექტების მონიტორინგს  უშუალოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებზე  განახორციელებენმონიტორინგის  შედეგების ანალიზს, დასკვნის სახითმსოფლიო ბანკის წარმომადგენლები  ქართულ მხარეს მოგვიანებით წარუდგენენ.

    დონორი ორგანიზაციის საზედამხედველო  მისია  საქართველოს    გეგმიური ვიზიტით ეწვია.

    Read More
  •  
    6 ნოემბერი, 2012

    ზაქარია ხუნძაყიშვილმა მდ.გლდანულაზე  სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

     

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თვმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა თბილისის  შემოსავლელი საავტომობილო გზის მე–9 კმ–ზე  მდ.გლდანულაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

    აღნიშნული ხიდის სიგრძე 549მ–ია.  სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული და პროექტის  ღირებულება 2 498 816 ლარს შეადგენს. 

    პროექტით გათვალისწინებულია ხიდის შუალედური ბურჯების გაძლიერება, მწყობრიდან გამოსული სადეფორმაციო  ნაკერების ახალი თანამედროვე ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ხიდის სავალი ნაწილის ჰიდროიზოლაციის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, სარეგულაციო კედლების (ნაკადმიმმართველი ჯებირების) მოწყობა.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია  სს  „ხიდმშენი“ აწარმოებს.

    ობიექტზე დეპარტამენტის თვჯდომარის გასვლის მიზანი მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი იყო.

    ზაქარია ხუნძაყიშვილის   განცხადებით,  სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება.

     

    Read More
  •  
    29 ოქტომბერი, 2012

     საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ზაქარია ხუნძაყიშვილი დაინიშნა

     

     

    საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანებით               №   1519   29.11 2012   დაინიშნა ზაქარია ხუნძაყიშვილი.  

     

     

    Read More
  •  
    5 სექტემბერი, 2012

     საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის Gallup World-ის მიერ  მსოფლიოს 148 ქვეყანაში 2011 წელს ჩატარებული  კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 69%  ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურით კმაყოფილია.

    კვლევის შედეგების მიხედვით, ამ მაჩვენებლით, საქართველო  ყოფილი საბჭოთა კავშირის  ქვეყნებს შორის პირველ, ხოლო მსოფლიოში  25 ადგილს იკავებს. პოსტ საბჭოთა სივრცეში, კმაყოფილების ყველაზე დაბალი დონე, გამოკითხვის მიხედვით, მოლდოვაშია (17%). საქართველოს შემდეგ მეორე ადგილს უზბეკეთი იკავებს (64%), მას თურქმენეთი მოსდევს (58%), მომდევნო ადგილებზე კი ბელარუსი (52%) და უკრაინაა (27%).

    გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 59% არსებული საგზაო ინფრასტრუქტურით კმაყოფილია. კმაყოფილების დონე ყველაზე მაღალი აზიაშია (66%), ხოლო ყველაზე დაბალი საჰარის აფრიკასა (36%) და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

     

    http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=891&info_id=4724

     
    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player