Search

სიახლეები


  •  
    7 დეკემბერი, 2012

     

     10 დეკემბერს ქართველი მეგზევეები  პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ

     

    10 დეკემბერს ქართველი მეგზევეები  პროფესიულ დღესასწაულს– მეგზევის დღეს აღნიშნავენ.

    მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდება.

    დარგის სპეციალისტებს პროფესიულ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საავტომობილო  გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი მიულოცავენ. 

    საგზაო დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის  ვეტერანი და წარმატებული მეგზევეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან.

    საზეიმო ღონისძიება 10 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.  

    Read More
  •  
    6 დეკემბერი, 2012

     

     

    სამშენებლო ობიექტებზე  მობილიზებული  ტექნიკის მონიტორინგი გრძელდება

     

     

    მსოფლიო ბანკის, ADB-სა  და JICA-ს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე  გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში, საგზაო–სამშენებლო კომპანიების  მიერ მობილიზებული  მანქანა–მექანიზმების მონიტორინგის მიზნით შექმნილი  კომისია მორიგ ობიექტზე გავიდა. კომისიის წევრებმა ამჯერად ქარელის რაიონში, რუისი–აგარის მონაკვეთზე არსებული  სამშენებლო ტექნიკის მონიტორინგი განახორციელეს. 

     

    Read More
  •  
    3 დეკემბერი, 2012

     E-60  ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარას მონაკვეთის მშენებლობა

     

    ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. რუისი-აგარას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ   საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა.

    პროექტი ითვალისწინებს 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას. მათ შორის 11 კმ არსებული გზის  4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითი ავტო-მაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია.

    პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, ჩინური კომპანიაჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი 23 კონსტრაქშენ კომპანიახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდებაავტო-მაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო  სტანდარტებს გაუთანაბრდება.

    გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 5 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება ორი 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდე გადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება  91 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. ასევე მოეწყობა: რკინა-ბეტონის საველე გასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელები (რომელთა მეშვეობითაც, მოსახლეობას გზის მეორე მხარეს განთავსებულ ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ექნება),  ხელოვნური ნაგებობები და დამონტაჟდება წყალგამტარი მილები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის

    Read More
  •  
    29 ნოემბერი, 2012

     საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ახალი კომისია შეიქმნა

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ზაქარია ხუნძაყიშვილის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც  მსოფლიო ბანკის, ADB-სა  და JICA-ს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე  გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ მობილიზებული სამშენებლო მანქანა–მექანიზმების მონიტორინგს განახორციელებს.

    ამ მიზნით, კომისიამ დღეს იმერეთის რეგიონში, ზესტაფონი–ქუთაისი–სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე და ქუთაისის ახალი შემოვლითი–სამტრედიის  საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე მობილიზებული ტექნიკის მონიტორინგი  განახორციელა.

    კომისიის წევრებმა კონკრეტულ ობიექტებზე, კონტრაქტით გათვალისწინებული და რეალურად არსებული  მანქანა–მექანიზმების შესაბამისობა შეამოწმეს. მონიტორინგი სხვა ობიექტებზეც ერთი თვის განმავლობაში, პერმანენტულად გაგრძელდება. საბოლოო დასკვნას კომისია წლის ბოლოსთვის წარმოადგენს.

    ზაქარია ხუნძაყიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები წინასწარგათვლილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, გზებზე მობილიზებული  სამშენებლო ტექნიკა შესაბამისობაშია კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან. ხოლო, რაც შეეხება თავად მშენებლობის პროცესს, იგი საინჟინრო და ტექნოლოგიური ნორმების სრული დაცვით, კონტრაქტით გათვალისწინებული გრაფიკების მიხედვით განხორციელდება. მისი განცხადებით, ეს მიდგომა იქნება ყველა ობიექტის მიმართ. მითუმეტეს, იმ უპრეცენდენტო გამოწვევების პირობებში რაც 2013 წლისთვის არის დაგეგმილი. 2013 წელს ქვეყნის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მომდევნო მონაკვეთების მშენებლობის პროცესი სრული დატვირთვით დაიწყება და პარალელურ რეჟიმში, სამშენებლო აქტივობა იქნება 118 კმ. გზაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობა საგზაო მონაკვეთების მშენებლობის კუთხით საქართველოში არასდროს არ დაფიქსირებულა.

    Read More
  •  
    19 ნოემბერი, 2012

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა  ზამთრის სეზონისთვის მზადების სამუშაოები უშუალოდ მოინახულა

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა  ზამთრის სეზონისთვის მზადების სამუშაოები უშუალოდ მოინახულა საერთაშორისო მნიშვნელობის  ხაშური–ბორჯომი–ახლციხე–ვალე (თურქეთის საზღვარი) გზაზე. აღნიშნული გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში გაწმენდითი სამუშაოებისა და ავტოტრანსპორტის განვლადობისათვის საჭირო ღონისძიებებს  კომპანიები  შპს „გზამშენი–5“ და  შპს „ავტოგზა–2000“  უზრუნველყოფენ.  

    კომპანიების წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ადგილზე გააცნეს ზამთრის პერიოდისთვის მობილიზებული ტექნიკა და სხვა საშუალებები.

    ზაქარია ხუნძაყიშვილმა მიმდინარე  სამუშაოები შეამოწმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  კოდა–ალგეთი–ტიკმატაჟი–ნინოწმინდის გზაზეც.  გზის ამ მონაკვეთზე ზამთრის სეზონზე ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველყოფა კონტრაქტით  შპს „ჯავახავტოგზასა“ და  შპს „ბედეკის“   ევალება.

    ამ ეტაპზე, აღნიშნულ გზებზე, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ მიმდინარეობს  სავალი ნაწილის ორმული შეკეთებისა და სადრენაჟო სისტების მოწესრიგების (წყალგამტარი მილებისა და არხების გაწენდითი) სამუშაოები. დასრულებულია საყრდენი პუნქტების მოწყობა, სადაც   პერსონალი 24–საათიანი  მორიგეობის რეჟიმში მუშაობს. პუნქტები უზრუნველყოფილია   შესაბამისი ტექნიკით: თოვლგამწმენდი მექანიზმებით, ქვიშა–მარილის ნარევის მარაგითა და მომსახურე პერსონალით.  

     

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player