Search

სიახლეები


  •  
    26 დეკემბერი, 2012

     

     გორის  საუღელტეხილო  გვირაბებში მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალია

     

    გორის უღელტეხილთან არსებულ ახალ გვირაბებში უსაფრთხოების, განათებისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების მოწყობის სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა დაათვალიერა.

    ამ ეტაპზე, ორივე გვირაბში დასრულდა ელექტრო–მექანიკური სამუშაოები. კერძოდ,  სატელეფონო კავშირის, საგანგაშო სიგნალიზაციისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების დამონტაჟება.

    ასევე, განხორციელდა განათების სისტემის სრულყოფა და შესაბამისი სიმძლავრის  სანათების დამატება. 

    გვირაბში დარჩენილი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება 9 დეკემბრიდან ხორციელდებოდა მონაცვლეობის რეჟიმში: ერთ-ერთი გვირაბისა და შემოვლითი გზის გავლით.

    აღნიშნულ მონაკვეთზე, 27 დეკემბრიდან ავტოტრანსპორტი ორივე გვირაბის გავლით, ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმით იმოძრავებს.

    დამონტაჟებული სისტემები კომპიუტერული მართვის ერთიან ქსელში ჩაერთვება. ასევე, განხორციელდება ელექტროენერგიის ავტომატური მართვის  უზრუნველყოფა.

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი - გორის საუღელტეხილო გვირაბები ექსპლოატაციაში 2011 წლის ნოემბერში შევიდა, მაგრამ შიდა სამუშაოები დღემდე დასრულებული არ იყო.

     ორი პარალელური გვირაბი აღნიშნული გზის 87-ე კმ–ზემდებარეობს და მათი სიგრძე 680 მ,  ხოლო სიგანე 8 მ–ია.

     

    Read More
  •  
    26 დეკემბერი, 2012

     ინტერვიუ

     

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება

     

    გაზეთი `ახალი თაობა~

    ავტორი  შორენა მარსაგიშვილი

     

     

    ქვეყანაში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გაგრძელება-არგაგრძელების თემაზე ცოტა ხნის წინ ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდებოდაამ თემაზე ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო. Mთუმცა, საინტერესო იქნება, გზებისა და ზოგადად საგზაო სექტორის პერსპექტივებთან დაკავშირებულ საკითხებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან, ზაქარია ხუნძაყიშვილთან ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

    Read More
  •  
    18 დეკემბერი, 2012

     

     ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მომდევნო მონაკვეთებზე განათების სისტემების მოწყობა გაგრძელდება.

     

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულებულ მონაკვეთებზე მაღალტექნოლოგიური, ეკონომიური მაჩვენებლების მქონე განათების სისტემები მოეწყობა. ქვეყნის მასშტაბით, ავტომაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების განათების მონტაჟსა და მათ ექსპლოატაციას კვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან.

    ავტომაგისტრალების უახლესი ტექნოლოგიებით განათების ორგანიზების, მათი კვალიფიციური მონტაჟისა და ექსპლოატაციის მექანიზმების დანერგავის  მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა განათების სისტემების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების  ექსპერტებთან  საკონსულტაციო შეხვედრებს აწარმოებდა.

    აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად, დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი ორდღიანი ვიზიტით ქალაქ მიუნხენში გაემგზავრნენ.

    ვიზიტის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის - ‘ოსრამის’ განათების სისტემების საწარმოში, ადგილზე შეისწავლეს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მაჩვენებლების, მათი მონტაჟისა და ექსპლოატაციის სპეციფიკის საკითხები.

    ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ქართველი სპეციალისტების ‘ოსრამის’ ბაზაზე გადამზადებისა და შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტებისათვის სასწავლო კურსების ორგანიზების საკითხებზე.

     

     

    Read More
  •  
    17 დეკემბერი, 2012

     

    ზამთრის პერიოდში გზების მოვლა–შენახვის - თოვლწმენდისა და საავტომობილო გზებზე სრულფასოვანი განვლადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის - ცენტრალურ მაგისტრალებზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - მუნიციპალურ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე.

    ადგილობრივი მნიშვნელობის – მუნიციპალურ გზებს ემსახურება მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

    Read More
  •  
    11 დეკემბერი, 2012

     

     ქართველი მეგზევეების მიმართვა აფხაზ და ოს მეგზევეებს

     

    10 დეკემბერს  ქართველმა მეგზევეებმა „მეგზევის დღე“ აღნიშნეს.  ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. მეგზევეებს პროფესიული დღე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და სააავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა მიულოცეს.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას საგზაო სექტორში დაგეგმილი სიახლეები და მომავლი წლის პროექტები გააცნო. 

    მეგზევეთა საზოგადოებამ დარგის წარმატებული სტუდენტებისთვის და მეცნიერებისთვის გიორგი რობიტაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ ინფორმაცია  გააჟღერა.

    დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვეტერანი და წარმატებული მეგზევეები საპატიო სიგელებითა და ამ დღისთვის სპეციალურად მომზადებული  ბრინჯაოს მედალიონებით დაჯილდოვდნენ. ვეტერანთა შორის, დაუსწრებლად დაჯილდოვდა 80 წელს გადაცილებული  უხუცესი მეგზევე გრიგოლ ხასია, რომელიც დღესაც  გაგრაში ცხოვრობს.

    ამ დღეს საზოგადოებისთვის  კიდევ ერთი  ინიციატივა გახდა ცნობილი - ქართველმა მეგზევეებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ოს და აფხაზ კოლეგებს წერილით მიმართეს. წერილში ისინი კოლეგებს პროფესიული და ადამიანური დარღვეული კავშირების აღდგენას სთავაზობენ.

     

     

    ჩვენო  ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო და ძმებო

    10 დეკემბერს  ჩვენი - მეგზევეთა  პროფესიული დღე ავღნიშნეთ. კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ძველი, გამოცდილი მეგზევეები, მათ შორის თქვენი კოლექტივის ყოფილი წევრები და მეგზევეთა ახალი თაობაც. ერთმანეთს პროფესიული დღე მივულოცეთ, წლის განმავლობაში ჩვენი გაკეთებული საქმეები შევაჯამეთ და მომავალ გეგმებზე ვისაუბრეთ. მაგრამ აწმყო და მომავალი ხომ  წარსულის გარეშე არ არსებობს...  გავიხსენეთ წასული და თქვენთან მუშაობისა და მეგობრობის წლებიც მოვიგონეთ.

    დიდი დრო გავიდა და ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრბაში, ყველას მოგვემატა წლები და წარსულის ნოსტალგიაც მოგვერია. ამ შეხვედრას, გვერწმუნეთ, ძალიან აკლდით. ჩვენ ხომ მრავალი წლის მანძილზე   ერთად  ვმუშაობდით პროექტებზე, ვაშენებდით გზებს, ხიდებს, გვირაბებს. ერთობლივ შრომაში იქმნებოდა და შენდებოდა, ამ გზებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ადამიანური ურთიერთობებიმეგობრობა და ძალიან ხშირად ნათესაური კავშირებიც. ერთად გვიხაროდა და ავღნიშნავდით წარმატებებს. ერთმანეთის პრობლემებსა და გაჭირვებას ვიზიარებდით. ჩვენ საერთო გვქონდა მეგობრობის, ნათესაობისა და სტუმართმოყვარეობის ტრადიციები.

    პოლიტიკურმა გაუგებრობებმა და დაპირისპირებამ ეს ურთიერთობები დაარღვია და დაგვაშორიშორა, მაგრამდაგვიჯერეთ, არასდროს არ შეგვიწყვეტია თქვენზე ფიქრი. ყოველთვის მოგიაზრებდით ჩვენი დიდი, მეგზევეთა ოჯახის  წევრებად.

    დღეს კი გადავწყვიტეთ, ჩვენი მონატრება ერთად გამოგვეხატა და გადმოგვეცა თქვენთვის, მიიღეთ ჩვენი გამოხმაურება, როგორც ჩატეხილი ხიდის აღდგენის მცდელობა ერთი პროფესიისა და საერთო წარსულის მქონე ადამიანებს - მეგზევეებს შორის.

    ჩვენი პროფესია,  ჩვენი მეგობრობა პოლიტიკაზე მაღლა დგას და კარგი იქნება თუ შევძლებთ ერთმანეთს ისევ გავუწოდოთ მეგობრული ხელი. იქნებ, ღმერთმა  ინებოს და ისევ  შევხვდეთ ერთმანეთს, ვიფიქროთ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც.

    საბედნიეროდ, ჩვენთან ნელ-ნელა, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. მეგზევეებსაც გვაქვს სიახლეები ჩვენს საქმიანობაში, ბიზნესში. ბევრი პარტნიორი გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან. თქვენ კი, ძალიან ახლოს ხართ და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ერთმანეთს ვერ ვუზიარებთ ვერც ჩვენს მიღწევებს და ვერც მომავლის გეგმებს. ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და ეს მხოლოდ ჩვენს თაობას შეუძლია - მათ, ვისაც გვახსოვს და გვიყვარს ერთმანეთი.

    გვერდი ავუაროთ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს. ერთმანეთს ისევ დავუდგეთ მხარში.

    დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენც გაქვთ ჩვენთან შეხვედრის სურვილი და ამ სურვილს მალე, ერთობლივად, რეალობად ვაქცევთ.

    დიდი მოლოდინით, პატივისცემითა და სიყვარულით.

     

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player