სიახლეები
-
 |
27 ნოემბერი, 2013
დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის ფორუმზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა 20-22 ნოემბერს ქ. მანილაში აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ფორუმზე გიორგი ამაშუკელთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი უჩა ძიმისტარიშვილიც იმყოფებოდა.
|
-
 |
24 ნოემბერი, 2013
ზაჰესი-ნატახტარის მონკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ21) ასფალტბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაწესებული იყო მოძრაობის დროებითი რეჟიმი.
აღნიშნულ მონაკვეთზე, 23 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალ რეჟიმში ხორციელდებოდა.
2013 წლის 25 ნოემბრის დილის 06.00 საათიდან ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ21) კვლავ იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება მარცხენა (მცხეთა-თბილისი) მიმართულებაზე.
|
-
 |
22 ნოემბერი, 2013
ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალ რეჟიმში განხორციელდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ21) ასფალტბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაწესებული მოძრაობის დროებითი რეჟიმი მოხსნილია.
|
-
 |
20 ნოემბერი, 2013
ზაჰესი-ნატახტარის მონკვეთზე მოძრაობა ახალი რეჟიმით განხორციელდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები.
აღნიშნული გზის კმ17-კმ21 თბილისი-მცხეთის მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 21 ნოემბრის დილის 07.00 საათიდან იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება მარცხენა (მცხეთა-თბილისი) მიმართულებაზე.
|
-
 |
19 ნოემბერი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეზენტაცია სეულის საერთაშორისო კონფერენციაზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი კორეის საერთაშორისო კონტრაქტორების ასოციაციის (ICAK) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებოდა. კონფერენცია სახელწოდებით “თანამშრომლობა გლობალური ინფრასტრუქტურის საკითხებზე(GICC 2013)“ 12–14 ნოემბერს ქ. სეულში გაიმართა და მისი მასპინძელი კორეის მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრო იყო.
|
|
|