Search

სიახლეები


  •  
    29 იანვარი, 2013

     

                        საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

                                                                  სამინისტროს

                                            საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს

     

    კონკურსს

     

    კონკურსის მიზანია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ლოგოს შემუშავება.

    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

    მონაწილეთა მიერ საკონკურსო წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

    . თბილისი, ალ. ყაზბეგის 12, მე-4 სართული, კანცელარია.

    წინადადებების წარმოდგენა დახურული კონვერტებით შესაძლებელი იქნება  2013 წლის 18 თებერვლიდან 22 თებერვლის 18 საათამდე, ზემოთმითითებულ მისამართზე.

    წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს: კონკურსანტის რეკვიზიტებს (სახელი და გვარი მისამართი, ტელ. ნომერი), განმარტებით ბარათს, ლოგოს ელექტრონულ ვერსიას დეტალური  ზომების მითითებით.

    საკონკურსო მასალების მიღების შემდეგ კონკურსში მონაწილე პროექტები 2 კვირის განმავლობაში გამოქვეყნებული იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ, გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსა და საავტომობილო გზების დეპარტმენტს შორის გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებული პროექტის შესყიდვაზე. პროექტის შესყიდვის ფასი განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარით. პროექტის ავტორს უნარჩუნდება საავტორო უფლება.

    საკონტაქტო პირი: საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი შაქრო ხალვაში.

    მისამართი: . თბილისი, ალ. ყაზბეგის . #12 მე-4 სართული.

    ტელ: 237 05 08 (215)

    ელ.ფოსტა: maka@georoad.ge

     

    Read More
  •  
    24 იანვარი, 2013

     

     

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

     

     

    22-23 იანვარს, ქალაქ ბაზელში, ფონდ „Global Energy Basel“-ის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსების საკითხებს მიეძღვნა.

    სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, აღნიშნულ კონფერენციაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მდგრადობა, ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის დადგენა, მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინოვაციური მეთოდოლოგიები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარების საკითხები განიხილეს.

    კონფერენციაზე საქართველოდან მიწვეული დელეგაციის შემადგენლობაში, ბაზელში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი და სამინისტროს სხვა საქვეუწყებო სტრუქტურების ხელმძღვანელები.

    საქართველოს დელეგაციის  წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს   საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

     

    Read More
  •  
    17 იანვარი, 2013

     

     რიკოთის გვირაბში ელექტრო–ტექნიკური სამუშაოები ხორციელდება

     

    18 იანვრიდან 30 იანვრის ჩთვლით საღამოს 20.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე რიკოთის გვირაბში ელექტრო–ტექნიკური სამუშაოების დასრულების მიზნით  ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის უღელტეხილის შემოვლით გზაზე.

    მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების  შემთხვევაში ელექტრო–ტექნიკური სამუშაოები დროებით შეჩერდება და მოძრაობა კვლავ გვირაბის გავლით აღდგება.

     

    Read More
  •  
    4 იანვარი, 2013

     

    საავტომობილო  გზების დეპარტამენტმა გზების მოვლა–შენახვისთვის  თანამედროვე საგზაო  ტექნიკა შეიძინა

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 მილიონი ლარის ღირებულების 19 ერთეულ თანამედროვე ტიპის საგზაო ტექნიკას  იმ კონტრაქტორ ორგანიზაციებზე გადაანაწილებს, რომლებსაც ზამთრის პერიოდში გზების მოვლა–შენახვა, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ევალებათ.

     

    თანამედროვე, კომბინირებული თოვლგამწმენდი და მარილმომფრქვევი   მანქანები, ავტოგრეიდერები და როტორები  გზების მოვლა–შენახვას, როგორც ზამთრის, ასევე  სხვა  სეზონისთვისაც  უზრუნველყოფს.

    საგზაო ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ძირითადად, რიკოთისა და გომბორის უღელტეხილზე, საქართველოს სამხედრო გზაზე განთავსდება, სადაც რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების გამო ხშირია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა და შესაბამისი რეჟიმების დაწესება.

     

    (საავტომობილო გზების დეპარტამენტი  მანქანა–მექანიზმებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ გადასცემს,  რომელიც აღნიშნულ ტექნიკას ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ორგანიზაციებზე გადაანაწილებს).

     

     

    Read More
  •  
    26 დეკემბერი, 2012

     

    მდ.ლიახვზე  ხიდების ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

     

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა მდ. ლიახვზე ახალი ხიდების ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.

    ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მდ. ლიახვზე ახალი ხიდების მშენებლობის  მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სარეგულაციო კედლების მშენებლობა ხორციელდება.

    ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის საბურღი სამუშაოები კედლის ხიმინჯების მშენებლობისთვის.

     

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player