Search

სიახლეები


  • -1362385669.jpg
    14 თებერვალი, 2013

     ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა 

    ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის კმ0-კმ8-ზე და კმ14-კმ18-ზე საგზაო სამოსის საფუძვლის მოწყობის (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა) სამუშაოები მიმდინარეობს.

    Read More
  • IMG_01711362144324.jpg
    14 თებერვალი, 2013

    გორის გვირაბების პორტალებზე ფერდობების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისი-სენაკი-ლესელიძე /გზის კმ88-ზე გორის საუღელტეხილო გვირაბების აღმოსავლეთ და დასავლეთ პორტალებზე ფერდობების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

     

     

    Read More
  •  
    13 თებერვალი, 2013

     

    სარეგულაციო კედლების მშენებლობა მდ. ლიახვზე

     

    სარეგულაციო რკინაბეტონის კედლების მოწყობა მიმდინარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძე /გზის კმ85-ზე მდ. ლიახვზე. სარეგულაციო კედლის დანიშნულებაა მდინარის მიმართულების რეგულირება, რათა წყალდიდობის შემთხვევაში გამორეცხვისგან დაიცვას ხიდი-ესტაკადის ბურჯები.

    რკ/ბეტონის კედლის საერთო სიგრძე 315-, ხოლო სიმაღლე 5- შეადგენს. კედლის გაგრძელებზე, ორივე მხარეს ნაპირის გამაგრება ხდება ტეტრაპოდებისა და ლოდების ნაყარით (საერთო სიგრძით 170 გრძ.).

    ამ დროისათვის მარცხენა სანაპიროზე დასასრულს უახლოვდება რკ/ბეტონისა და ბეტონის  ხიმინჯების მოწყობა. მიმდინარეობს  ხიმინჯების გამაერთიანებელი რკ/ ბეტონის ფილების მოწყობისა და დაბეტონების სამუშაოები. ასევე, დაწყებულია რკინაბეტონის კედლის არმირების, ყალიბების მოწყობისა და ბეტონირების სამუშაოები.

    მშენებლობა დაიწყო 2012 წლის დეკემბერში და დასრულდება 2013 წლის აპრილის ბოლოს.

    Read More
  •  
    7 თებერვალი, 2013

     

    დეპარტამენტის მიერ  2013 წელს გამოსაცხადებელი ტენდერების ნუსხა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა

      

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, დეპარტამენტის მიერ 2013 წელს სხვადასხვა მომსახურებაზე გამოსაცხადებელი ტენდერების ნუსხა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

    აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის ‘პროექტები’-ს განყოფილებაში და მოიცავს: შიდასახელმწიფოებრივი (სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტები) და საერთაშორისო (საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები) ტენდერების ჩამონათვალს, მათი გამოცხადების სავარაუდო თარიღებს და  პროექტების ბიუჯეტს.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად აწვდის საზოგადოებას. თუმცა, წლის განმავლობაში გამოსაცხადებელი ტენდერების მთელი ნუსხა საჯაროდ პირველად გამოქვეყნდა.

    აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საგზაო სფეროში სამართლიანი კონკურენციის პროცესს. უფრო მეტ კომპანიას მიეცემა საშუალება  რამდენიმე თვით ადრე მიიღოს მოსალოდნელი ტენდერების შესახებ ინფორმაცია და სათანადოდ მოემზადოს სატენდერო პროცედურებისთვის. 

    Read More
  •  
    1 თებერვალი, 2013

     

    საერთაშორისო ტენდერებში ქართული კომპანიების გამარჯვების შესაძლებლობა იზრდება

     

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს დონორ ორგანიზაციებთან საერთაშორისო ტენდერებში საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ლიბერალიზაციის მიზნით. კერძოდ, თუ აქამდე, საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებს შესრულებული სამუშაოებისა და ათვისებული თანხების ისეთი მოცულობა მოეთხოვებოდათ, რომელსაც თითქმის ვერცერთი ქართული კომპანია ვერ აკმაყოფილებდა, ახალი ინიციატივის მიხედვით, მოთხოვნის კრიტერიუმები აქამდე არსებულ ზღვარზე დაბლა ჩამოიწევს. შესაბამისად, უფრო მეტ ქართულ კომპანიას მიეცემა საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღების საშუალება.

     

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, სამტრედია-გრიგოლეთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სატენდერო მოთხოვნების კრიტერიუმების დაწევასთან დაკავშირებით. შეთანხმების შედეგად, საშუალო სამშენებლო წლიური ბრუნვის მოთხოვნამ 90 მილიონი ევროდან 40 მილიონ ევრომდე დაიწია.

    მოთხოვნებში, ასევე, იყო ერთ-ერთი პუნქტი, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა წარმოედგინა ბოლო 5 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შემცველი 2 პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამჟამად, კომპანიებს მოეთხოვებათ ანალოგიური 1 პროექტის შესრულების წარმოდგენა.

     

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player