სიახლეები
-
 |
4 მარტი, 2013
მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას საზოგადოება პერიოდულად გაეცნობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის სამუშაოების უფრო აქტიური მონიტორინგის მიზნით, საზედამხედველო კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, პერიოდულად მოაწოდონ დეპარტამენტს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა.
|
-
 |
4 მარტი, 2013
ზაქარია ხუნძაყიშვილმა ”ინფრასტრუქტურის ლიდერთა გლობალურ ფორუმში” მიიღო მონაწილეობა
ქართულმა დელეგაციამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას, საქართველოს საავტომობილო გზების თავმჯდომარის ზაქარია ხუნძაყიშვილისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ელგუჯა ხოკრიშვილის შემადგენლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ”ინფრასტრუქტურის ლიდერთა გლობალურ ფორუმში” მიიღო მონაწილეობა.
|
-
 |
16 თებერვალი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა
ზაქარია ხუნძაყიშვილმა მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქობულეთის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
|
-
 |
15 თებერვალი, 2013
ზაქარია ხუნძაყიშვილი საგზაო-სამშენებლო მონაკვეთების მონიტორინგს ახორციელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო ობიექტებზე გასვლებს ახორციელებს. ამ პროცესის ფარგლებში, მან ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის სამშენებლო მონაკვეთებზე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
|
-
 |
15 თებერვალი, 2013
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ13.1-კმ17.3) ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება.
|
|
|