სიახლეები
-
 |
15 მარტი, 2013
მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას საზოგადოება პერიოდულად გაეცნობა
2013 წლის 13 მარტის მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ‘მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების’ ალბომში.
|
-
 |
15 მარტი, 2013
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
გზის სავალი ნაწილის დიდი მოცულობის ზვავისაგან გაწმენდის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, დაწესებულია გადაადგილების საგანგებო რეჟიმი, რომელიც განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
|
-
 |
15 მარტი, 2013
კობი-გუდაურის მონაკვეთი 12 მეტრიანი ზვავისაგან იწმინდება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის 106-ე კმ-ზე ჩამოწოლილმა ზვავმა გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი მოიცვა, ხოლო თოვლგროვის სიმაღლე 11 მეტრს აღემატება. ადგილზე მობილიზებულია მძლავრი თოვლწმენდი ტექნიკა.
|
-
 |
14 მარტი, 2013
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სულ 105 ტენდერი გამოცხადდა. მათ შორის: დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე გამოცხადდა 12 საერთაშორისო ტენდერი. ხოლო საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საგზაო პროექტებზე 93 ადგილობრივი ტენდერი.
|
-
 |
11 მარტი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ უხუცესი თანამშრომელი დააჯილდოვა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 78 წლის მეგზევეს ოთარ შალამბერიძეს, რომელმაც საგზაო სექტორში 50 წელი იმუშავა საზეიმო გაცილება მოუწყვეს.
|
|
|