სიახლეები
-
 |
12 დეკემბერი, 2013
საქართველოს რეგიონებში საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმები
კახეთი
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ65 (ვაზიანი–თელავი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ინტენსიური თოვისა გამო, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ21–კმ119 (თბილისი–წნორი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
-
 |
11 დეკემბერი, 2013
საგზაო დარგის წარმომადგენლებმა მეგზევის დღე აღნიშნეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით წელს მეგზევის დღე რეგიონში, კერძოდ, კახეთში აღინიშნა.
საგზაო დარგის წარმომადგენლები, მეგზევის დღეს, ყოველ წელს თბილისში აღნიშნავდნენ. ახალი ინიციატივის მიხედვით კი, მომავალში ეს ღონისძიება ქვეყნის რეგიონებში ჩატარდება. ახალი ტრადიციის კახეთის რეგიონიდან დაწყება ლეგენდარული მეგზევის, გიორგი რობიტაშვილის სახელს უკავშირდება, რომელიც წარმოშობით კახეთიდან იყო.
|
-
 |
4 დეკემბერი, 2013
საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისფალია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტომანქანებისათვის დაწესებული აკრძალვის რეჟიმი მოხსნილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ90-კმ107 (გუდაური-კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისა და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
-
 |
3 დეკემბერი, 2013
გზაზე მოცურებულმა მისაბმელიანმა ავტომანქანამ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ჩახერგა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 148 კმ-ზე, სოფელ ხევთან მისაბმელიანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურების გამო ჩაიხერგა გზის მრუდმოსახვევიანი მონაკვეთი. აღნიშნულ მონაკვეთზე თავი მოიყარა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის კოლონამ. რის გამოც წარმოიქმნა სატრანსპორტო საცობი.
|
-
 |
29 ნოემბერი, 2013
დეპარტამენტის წარმომადგენლები ნიუ დელიში სახელმწიფო შესყიდვების სასწავლო პროგრამა გაიარეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმოამადგენლები: სოფო ღვინჯილია, ლევან ყანდაშვილი, ილია მესხიშვილი, ასევე, დეპარტამენტში მსოფლიო ბანკის კონსულტანტები გურანდა მაჩაიძე და იანა სამხარაძე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 6–15 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო პროგარამას დაესწრნენ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილობა მიიღეს შემდეგმა ქვეყნებმა: საქართველო, აზერბაიჯანი და იემენი.
|
|
|