სიახლეები
-
 |
5 ივნისი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტორეპორტაჟი სამშენებლო ობიექტებიდან
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას ყოველკვირეულ განახლებულ ფოტომასალას სთავაზობს. ამჯერად, დეპარტამენტისვებგვერდის ‘გალერეის’ განყოფილებაში ყველასათვის ხელმისაწვდომია 5 ივნისის მონაცემებით განახლებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე მონაკვეთების ფოტორეპორტაჟი.
|
-
 |
3 ივნისი, 2013
სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები
1. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (სოფელ კაერთან) მიმდინარეობს გზის ზედა საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ კედლებზე მონოლითური ბეტონის მასის დაშენებას საჭირო სიმაღლის მისაღწევად (კედლების სიმაღლე არ არის საკმარისი გზის ფერდის დასაცავად). ასევე, კედლების ზედაპირზე დაზიანებული ბეტონის შრისა და გაბიონების მავთულების მოხსნა- განახლებას.
|
-
 |
3 ივნისი, 2013
დავით შავლიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ ქადაგიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაათვალიერა ინგირი-შამგონას ს/გზის კმ1-კმ7 მონაკვეთის; ზუგდიდი-ანაკლიას ს/გზის კმ24-კმ29 (დარჩელი-ანაკლიას) მონაკვეთის; ზუგდიდი-ანაკლიას ს/გზის 25-26 კმ-ზე სახიდე გადასასვლელებისა და მათთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები.
|
-
 |
30 მაისი, 2013
ყაზბეგი-ლარსის გზაზე მოძრაობა დროებით შეჩერდება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ყაზბეგი–ლარსის მონაკვეთზე (126–ე კმ.) ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, 31 მაისს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დროებით შეჩერდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმის კონტროლი განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
|
-
 |
29 მაისი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტორეპორტაჟი სამშენებლო ობიექტებიდან
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას ყოველკვირეულ განახლებულ ფოტომასალას სთავაზობს. ამჯერად, დეპარტამენტისვებგვერდის ‘გალერეის’ განყოფილებაში ყველასათვის ხელმისაწვდომია 29 მაისის მონაცემებით განახლებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე მონაკვეთების ფოტორეპორტაჟი.
|
|
|