სიახლეები
-
 |
19 ივლისი, 2013
თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 12.68 კმ-იანი მონაკვეთის (კმ39-კმ51) რეაბილიტაციას, რომელიც დედაქალაქიდან სოფელ ხევსურთსოფლის გავლით თიანეთს უკავშირდება.
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სავალი ნაწილის მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობესის, ლითონის თვალამრიდების, საყრდენი კედლების, ავტობუსების გაჩერებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
|
-
 |
17 ივლისი, 2013
ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორ კვირაში დასრულდება
ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის 3 კმ-იანი (კმ71-კმ73) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც ახალციხისა და სოფელ წნისის ტერიტორიაზე გადის 2 კვირაში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი. განხორციელდა პარაპეტებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოებს. მათ შორის, ჩატარდა გზისა და ხელოვნური ნაგებობების დამცავი მოწყობილობების – ე.წ. რენობალიშების შეკეთებითი სამუშაოები.
|
-
 |
15 ივლისი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტორეპორტაჟი სამშენებლო ობიექტებიდან
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას ყოველკვირეულ განახლებულ ფოტომასალას სთავაზობს. ამჯერად, დეპარტამენტისვებგვერდის ‘გალერეის’ განყოფილებაში ყველასათვის ხელმისაწვდომია 15 ივლისის მონაცემებით განახლებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე მონაკვეთების ფოტორეპორტაჟი.
|
-
 |
11 ივლისი, 2013
საავტომობილო გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფოტორეპორტაჟი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას პერიოდულად სთავაზობს განახლებულ ფოტომასალას სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან. ამჯერად, დეპარტამენტის ვებგვერდის “გალერეის” განყოფილებაში ყველასათვის ხელმისაწვდომია 11 ივლისის მონაცემებით განახლებული გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა.
|
-
 |
9 ივლისი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტორეპორტაჟი სამშენებლო ობიექტებიდან
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას ყოველკვირეულ განახლებულ ფოტომასალას სთავაზობს. ამჯერად, დეპარტამენტისვებგვერდის ‘გალერეის’ განყოფილებაში ყველასათვის ხელმისაწვდომია 9 ივლისის მონაცემებით განახლებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე მონაკვეთების ფოტორეპორტაჟი.
|
|
|