სიახლეები
-
 |
27 აგვისტო, 2013
კონფერენციები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, სახელწოდებით "საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები,“ რომელიც გაიმართება თბილისში 2013 წლის 11–13 სექტემბერს.
|
-
 |
26 აგვისტო, 2013
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა ნუგზარ გასვიანმა და გიორგი ამაშუკელმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერეს.
თბილისის შემოვლითი გზის 7.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია: გზის საფუძვლის მოწყობა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 14 წყალგამტარი რკ/ბეტონის მილის მშენებლობა, საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის მონიშნვა.
|
-
 |
23 აგვისტო, 2013
დავით შავლიაშვილმა და დავით ნარმანიამ მცხეთა–სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მშენებლობა დაათალიერეს.
|
-
 |
20 აგვისტო, 2013
ქუთაისის შემოვლითი გზა - სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს
ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთზე (სიგრძე 25.6კმ) სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის კმ0-კმ8-ზე და კმ14-კმ18-ზე მიწის ვაკისის მშენებლობის სამუშაოების (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა) პარალელურად, ხელოვნური ნაგებობების – ოთხკუთხა წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მშენებლობა მიმდინარეობს. ამდროისათვის, დასრულებულია 16 წყალგამტარი მილის მოწყობა.
|
-
 |
16 აგვისტო, 2013
წყალტუბო-ხონის ს/გზის 14, 936 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, წყალტუბო-ხონის ს/გზის 14, 936 კმ-იანი მონაკვეთისა და ამ მონაკვეთზე არსებული ორი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს: ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, გაბიონების მოწყობის სამუშაოებს.
|
|
|