სიახლეები
-
 |
31 დეკემბერი, 2013
დეპარტამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაიზარდა
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართის შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ვებ-გვერდის ანგარიშების განყოფილებაში) გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოიძიონ შემდეგი სახის მონაცემები:
|
-
 |
30 დეკემბერი, 2013
დეპარტამენტი ზამთარში გზების განვლადობაზე პასუხისმგებელი კომპანიების მონიტორინგს ახორციელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ გზების მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 139 კმ-იანი საავტომობილო გზის განვლადობის მდგომარეობა დაათვალიერა.
|
-
 |
27 დეკემბერი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა.
აღნიშნული თანამდებობა ერთი თვის წინ გახდა ვაკანტური, როდესაც თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ იქნა გადაყვანილი.
|
-
 |
15 დეკემბერი, 2013
რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობაზე დაწესებული რეჟიმი მოხსნილია
ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
-
 |
14 დეკემბერი, 2013
ხაშური-ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
დიდთოვლობის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
|
|