Search

11 ნოემბერი, 2010


ტურიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ნახშირღელე-ნავენახევის გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილოტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  მოინახულა.

ამჟამად გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება.  აღნიშნულ მონაკვეთზე გათვალისწინებულია კიუვეტებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. გზის აღნიშნულ 10 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო საგზაო კომპანია ატარებს.

ნახშირღელე-ნავენახევის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ნავენახევის მღვიმე. სწორედ ამიტომ, ამ გზის რეაბილიტაცია მეტად მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც.  
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player