Search

15 იანვარი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ტენდერებში მონაწილე საგზაო სამშენებლო კომპანიებთან რეგიონებში წინა საინფოორმაციო შეხვედრებს მართავს.
თავმჯდომარე პირველ შეხვედრას სამეგრელოდან იწყებს. შეხვედრას, სამეგრელოს რეგიონში არსებული ყველა საგზაო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
შეხვედრა გაიმართება დღეს, 14:00 საათზე ქ. ზუგდიდში გუბერნიის შენობაში.
რამაზ ნიკოლაიშვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ახალ გეგმებზე, მიდგომებსა და მოთხოვნებზე ისაუბრებს, რათა ტენდერებში მონაწილე კომპანიებიმა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.
 
 

სამეგრელო-ზემო სვანეთში
2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ


სამეგრელო-ზემო სვანეთში საავტომობილო გზების ქსელის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
• სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება 94 კმ. გზაზე
• დასრულდება სამი ახალი ხიდის მშენებლობა
• რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ ხიდს.

მთლიანად ამ სამუშაოებზე დაიხარჯება 29 მლნ. 450 ათასი ლარი.

აქედან:
›  მშენებლობაზე - 2 მლნ. 370 ათასი ლარი.
›  რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებისა და სტიქიის პრევენციის
  სამუშაოებზე - 7 მლნ. 392 ათასი ლარი.
› შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების
  რეაბილიტაციაზე (მსოფლიო ბანკის დაფინანსებით) - 17 მლნ. 600 ათასი
  ლარი.
› გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე - 2 მლნ. 90 ათასი ლარი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player