Search

7 ნოემბერი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფისში, იმერეთის
შემოვლითი გზის მშენებლობა-მოდერნიზაციის პროექტი განიხილეს.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა აღნიშნული 60 კილომეტრიანი გზის ვიზუალური მასალა 3D ფორმატში. გუბერნატორს, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებსა და გამგებელს, სატრანსპორტო კვანძებზე, ხიდების კონსტრუქციულ გადაწყვეტასა დაგანლაგებაზე კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.

აღნიშნული გზა იმერეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისი, ზესტაფონი და სამტრედია სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთება. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურა, აშენდება სავაჭრო ობიექტები, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player