Search

4 ნოემბერი, 2010


გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონების მოსახლეობა მალე ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ ბაზარს ახალი რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება.

გურჯაანი -ჭაბუკიანი-აფენი-კაბანის საავტომობილო გზის 29 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილთნ ერთად  სამუშაოების მონიტორინგი პირადად ჩაატარა.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას: ხელოვნური ნაგებობების მონტაჟს, 5 ხიდის რეაბილიტაციას და გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80-მდ ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player