Search

2 ნოემბერი, 2010


იმერეთს ახალი შემოვლითი გზა ექნება, რომელიც რეგიონსსატრანზიტო ნაკადებისაგან განტვირთავს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული წინასაკვალიფიკაციო შერჩევა, რომელში მონაწილეობის სურვილიც 10-მა კომპანიამ გამოთქვა, დასრულებულია.

იმერეთის შემოვლითი გზა, რომლის სიგრძეც 60 კმ-ია, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტია. აღნიშნული ტენდერი მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მოძრაობა განიტვირთება. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურაც. აშენდება სავაჭრო ობიექტები, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ქალაქებში გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციის სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის  დაფინანსებით განხორციელდება. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player