Search

16 იანვარი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ტენდერებში მონაწილე საგზაო სამშენებლო კომპანიებთან მეორე შეხვედრას იმერეთის რეგიონში გამართავს.
შეხვედრას, იმერეთში არსებული ყველა კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. შეხვედრა გაიმართება 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში გუბერნიის შენობაში.
დეპარტამენტის თავმჯდომარე საგზაო სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს მომავალ გეგმებზე საკუთარ ხედვებს გაუზიარებს.

იმერეთის რეგიონში
2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ


იმერეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 95 კმ. საავტომობილო გზას და ორ ხიდს.
აღნიშნულ სამუშაოებზე სულ დაიხარჯება  38 მლნ. 480 ათასი ლარი.
მათ შორის:
• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებისა და სტიქია-პრევენციის სამუშაოებზე
22 მლნ. 260 ათასი ლარი.
• შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაზე   (მსოფლიო ბანკის დაფინანსებით) 14 მლნ. 500 ათასი ლარი.
• გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 1 მლნ. 720 ათასი ლარი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player