Search

22 იანვარი, 2009


ქ. თელავში (გუბერნიის შენობაში) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან რეგიონის გუბერნატორი, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონის თვითმმართველობასთან ერთად განიხილავს 2009 წელს კახეთში დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გეგმას და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს ახალ მოთხოვნებზე, ასევე, დიდი პროექტების განსახორციელებლად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის აუცილებლობაზე ესაუბრება.


კახეთის რეგიონში
 2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ


კახეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 119 კმ. საავტომობილო გზას და ერთ ხიდს.

აღნიშნულ სამუშაოებზე სულ დაიხარჯება 50 მლნ. 220 ათასი ლარი

მათ შორის:

• ვაზიანი-გომბორი-თელავის ს/გზის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 15 მლნ. ლარი
• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებისა და სტიქია-პრევენცის სამუშაოებზე 33 მლნ. 569 ათასი ლარი
• გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 1 მლნ. 652 ათასი ლარი
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player