Search

23 იანვარი, 2009


ქ. ბათუმში (მთავრობის თავმჯდომარის რეზიდენციაში) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან ა/რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დეპარტამენტის თავმჯდომარე ა/რესპუბლიკის თვითმმართველობასთან ერთად განიხილავს 2009 წელს აჭარაში დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გეგმას. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს კი ახალ მოთხოვნებზე, ასევე, წელს და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პროექტების დასაძლევად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის აუცილებლობაზე ესაუბრება.


რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით: "სასურველია, საქართველოში გზების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დიდი პროექტები, როგორიცაა ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ესტაკადების მშენებლობა, ქართულმა კომპანიებმა განახორციელონ. ამისათვის საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა უნდა განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და შეიძინონ თანამედროვე საგზაო-სამშენებლო ტექნიკა. შედეგად მივიღებთ ათასობით ადგილობრივი კადრის დასაქმებას, გზების მშენებლობისათვის სახელმწიფოსაგან გაღებული თანხები კი  საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში იბრუნებს."
 

აჭარის რეგიონში
2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ


აჭარის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 10 კმ. საავტომობილო გზას და ერთ ხიდს.
აღნიშნულ სამუშაოებზე სულ დაიხარჯება  8 მლნ. 620 ათასი ლარი.
მათ შორის:
• გზების მშენებლობაზე  3 მლნ. 583  ათასი ლარი
• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებაისა და სტიქია-პრევენციის სამუშაოებზე 4 მლნ. 415 ათასი ლარი
• გზების მოვლა-შენახვაზე 622 ათასი ლარი
• აშენდება ერთი ახალი ხიდი
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player