Search

2 ოქტომბერი, 2010


ვაზიანი-გომბორი-თელავის  გზის 55 კილომეტრიან გზას სრული რებილიტაცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა რკინა-ბეტონის მილები და სანიაღვრე სისტემები, აშენდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და  2 ახალი ხიდი, ხოლო შვიდ სახიდე გადასასვლელს  რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი. 

აღნიშნული მიმართულებით საგზაო ქსელის აბილიტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ გზის რეკონსტრუქციის შედეგად  თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო 1 საათით შემცირდ. ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მშენებლობა 2009 წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა. რეაბილიტირებული გზა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქრთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მოინახულეს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player