Search

23 იანვარი, 2009


ქ. ოზურგეთში (გუბერნიის შენობაში) საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
 
შეხვედრას დაესწრებიან რეგიონის გუბერნატორი, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონის თვითმმართველობასთან ერთად განიხილავს 2009 წელს გურიაში დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გეგმას, ასევე, კომპანიის ხელმძღვანელებს დიდი პროექტების განსახორციელებლად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის აუცილებლობაზე ესაუბრება.

გურიის რეგიონში
2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ


გურიის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 13.7 კმ. საავტომობილო გზას და ოთხ ხიდს.
აღნიშნულ სამუშაოებზე სულ დაიხარჯება  8 მლნ. 677 ათასი ლარი.
მათ შორის:
• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებაისა და სტიქია-პრევენცია 5 მლნ. 124 ათასი ლარი.
• შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაზე  (მსოფლიო ბანკის დაფინანსებით) 2 მლნ. 700 ათასი ლარი.
• გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 531 ათასი ლარი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player