Search

22 სექტემბერი, 2010


რაჭაში, ტყიბულის და ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 16 კმ-იან  მონაკვეთზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

 

პროექტის მიხედვით დაგეგმილია ნაქერალას უღელტეხილზე, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმიდაში მიმავალი გზის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაფართოება, ასფალტის საფარის დაგება, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია და საყრდენი კედლების მშენებლობა. დაგეგმილია სამი ხიდის რეაბილიტაცია. პროექტზე 150 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. 

 

სამუშაოებს დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის  რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დავით გაგოშიძესთან ერთად მოინახულა.

 

პროექტის ღირებულება 7 მილიონ 262 ათასი ლარია და მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player