Search

19 სექტემბერი, 2010


სამეგრელოში, ხაბუმე-ჯუმითი-ზუმი-მუხურის საავტომობილო გზის 9,4 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ზაზა გოროზიასთან ერთად მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

 

გზის აღნიშნული მონაკვეთი ერთმანეთს 4 სოფელს აკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის გზის საფარის მოწყობას ახალი, გერმანული ტექნოლოგიებით, რომლის ექსპლუატაციის ვადაც 30-35 წელიწადია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს გზის საფუძვლისა და სანიაღვრეების მოწყობას, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას, გზის სავალი ნაწილზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგებას. 
 

 

პროექტის ღირებულება 4 მლნ 340 ათასი ლარია და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.  
 

 

პროექტის განხორციელება 2009 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player