Search

24 იანვარი, 2009


ქ. რუსთავში (გუბერნიის შენობაში) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ქვემო-ქართლის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან რეგიონის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონის თვითმმართველობასთან ერთად განიხილავს 2009 წელს ქვემო-ქართლში დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გეგმას.


ქვემო-ქართლის რეგიონში 2009
წელს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ


ქვემო-ქართლის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 64 კმ. საავტომობილო გზას და ერთ ხიდს.
 
აღნიშნულ სამუშაოებზე სულ დაიხარჯება  17 მლნ.  85 ათასი ლარი.
 
მათ შორის:

• გზების მშენებლობაზე  6 მლნ. ლარი

• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებისა და სტიქია-პრევენციის სამუშაოებზე 7 მლნ. 180 ათასი ლარი

• BP-ს დაფინანსებით 1 მლნ. 782 ათასი ლარი

• მოვლა-შენახვა 2 მლნ. 123 ათასი ლარი
 
• აშენდება 1 ახალი ხიდი

• აშენდება 27 კმ. ახალი საავტომობილო გზა
 
მილენიუმის პროგრამა
 
მილენიუმის პროგრამით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და გაგრძელდება 108 კმ გზაზე, რომელთაგან 37 კმ. გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდება, რაზედაც დაიხარჯება 44 მლნ. ლარი.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player