Search

26 იანვარი, 2009


მოძრაობა იხსნება იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის 9,2 კმ-იან სექციაზე, სადაც საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ებრაული კომპანია. ობიექტზე ებრაელ სპეციალისტებთან ერთად დასაქმებულია 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
იგოეთი-სვენეთის 25-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მთლიანად დასრულდება 2009 წელს. აღნიშნული მონაკვეთის ღირებულებაა 92 მლნ. ლარი.

წელსვე იწყება სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, სადაც გათვალისწინებულია ორი – 877 მ. სიგრძის ესტაკადისა და ორი – 800 მ. სიგრძის გვირაბის მშენებლობა. საინჟინრო თვალსაზრისით, ეს ყველაზე რთული და მასშტაბური მშენებლობაა საქართველოში გზების მშენებლობის ისტორიაში.
სამუშაოები სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება და ამ გრანდიოზულ მშენებლობაზე 4000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.

ცემენტო-ბეტონის საფარით ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა დაიწყო 2006 წელს.
2006-2008 წლებში დასრულდა ნატახტარი-იგოეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა (საერთო ღირებულება – დაახლოებით 125 მლნ. ლარი)
ცემენტო-ბეტონის საფარი მოწყობილია 474000 კვადრატულ მეტრზე. აღნიშნული ობიექტის მშენებლობაზე დასაქმდა 2300 სპეციალისტი.
უკვე დასრულებულ მონაკვეთებზე სამუშაოები შეასრულეს ქართულ-თურქულმა და ქართულ-გერმანულმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player