Search

28 იანვარი, 2009


ქ. გორში (გუბერნიის შენობაში) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდა-ქართლის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
დეპარტამენტის თავმჯდომარე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს 2009 წელს შიდა-ქართლში დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გეგმას გააცნობს და ტენდერებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის აგრესიით დაზარალებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურად დასაქმების აუცილებლობაზე ესაუბრება. ასევე, გააცნობს მათ დეპარტამენტის მიერ დაკვეთილი სამუშაოებისადმი ახალ მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ წლის ყველაზე დიდი პროექტი – ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა სწორედ შიდა ქართლის რეგიონს მოიცავს და ამ მხრივაც ადგილობრივ მოსახლეობას დასქმების მეტი შესაძლებლობა ექნება.
შეხვედრაზე, დეპარტამენტის თავმჯდომარე, რეგიონის გუბერნატორთან, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად განიხილავს შიდა ქართლში დაგეგმილი სამუშაოების გეგმას. ადგილობრივი თვითმმართველობების არგუმენტირებული მოთხოვნებისა და წინადადებების  შემთხვევაში, მოხდება გეგმის კორექტირება ან დამატებითი სამუშაოების გათვალისწინება.

შიდა-ქართლის რეგიონში
2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოები


შიდაქართლის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 50 კმ. საავტომობილო გზას და სამ ხიდს
აღნიშნულ სამუშაოებზე სულ მთლიანად დაიხარჯება  204 მლნ. 506 ათასი ლარი
მათ შორის:
• გზების მშენებლობა 182 მლნ. 481 ათასი ლარი
• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებისა და სტიქია-პრევენციის სამუშაოებზე 5 მლნ. 80 ათასი ლარი
• შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაზე   (მსოფლიო ბანკის დაფინანსებით) 15 მლნ. 300 ათასი ლარი
• გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 1 მლნ. 645 ათასი ლარი
• აშენდება 25 კმ. ახალი საავტომობილო გზა
• აშენდება 4 ახალი ხიდი


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player