Search

23 აგვისტო, 2010


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზამთრის სეზონისთვის მზადებას შეუდგა. დაბა ბაკურიანში გზების და წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს, 24 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაკურიანში მიმდინრე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად დაათვალიერებს. ამჟამად, დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს, წრიული 3 კმ-იანი საავტომობილო გზის და დიდველის სათხილამურო კომპლექსამდე მისასვლელი 2,6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


აღნიშნულ მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონით საფარის მოწყობას. ასევე, გზებზე განთავსებული ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემების და კიუვეტების (სადრენაჟო არხები) აღდგენას.

 

აღნიშნულ მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,გზამშენი 5“ ასრულებს. ორივე ობიექტზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა. დაბა ბაკურიანში ასევე მიმდინარეობს წყლის და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

 

სამუშაოების დასრულება საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player