Search

18 აგვისტო, 2010


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდი-ხობის საზღვართან სოფელ ცაისში ახალ ნაგავსაყრელთან მისასვლელი საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე ბეტონის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.


ზუგდიდის მოსახლეობა წლების მანძილზე შეწუხებული იყო ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის გამო. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნაგავსაყრელს ცაისში დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადიტანენ, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. გზაზე ახალი ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგება, გაკეთდება ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ცემენტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player