Search

15 აგვისტო, 2010


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა ქარელთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4,3 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების და მიწის ვაკისის სამუშაოებს.  სანიაღვრე სისტემებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას, ასევე გზის მონიშვნას. ამჟამად, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დაკავებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ვერელი +“. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 1 მლნ 218 ათას ლარს შეადგენს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player