Search

3 თებერვალი, 2009


ქ. ამბროლაურში (გუბერნიის შენობაში) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე, დეპარტამენტის თავმჯდომარე, რეგიონის გუბერნატორთან, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად განიხილავს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში 2009 წელს განსახორციელებელი საავტომობილო გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო  სამუშაოების გეგმას. ადგილზე დაათვალიერებს სარეაბილიტაციო ობიექტებს. ადგილობრივი თვითმმართველობების არგუმენტირებული მოთხოვნებისა და წინადადებების  შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს არსებული გეგმის კორექტირება ან დამატებითი სამუშაოების გათვალისწინება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში
2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოები


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 16.7 კილომეტრ საავტომობილო გზას და ხუთ ხიდს.
აღნიშნულ სამუშაოებზე სულ მთლიანად დაიხარჯება 14 მლნ. 950 ათასი ლარი.

მათ შორის:

• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებისა და  სტიქია-პრევენციის სამუშაოებზე 13 მლნ. 750 ათასი ლარი
• გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 1 მლნ. 200 ათასი ლარი
• აშენდება ერთი ახალი ხიდი მდ. ცხენისწყალზე სოფ. ოპიტარასთან
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player