Search

24 ივლისი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში ზურაბ არსოშვილმა ქარელი-სამწვერისი-ოსიაურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

 

პროექტი ითვალისწინებს ავტობანის ალტერნატიული გზის მშენებლობას, რომლის საერთო სიგრძე 22 კილომეტრია. სამშენებლო სამუშაოებს შპს  "გზა-2005" ახორციელებს.  პროექტზე, რომლის ღირებულება  4 მილიონ 300 ათასი ლარია და მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, 50 ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.

 

ქარელი-სამწვერისი-ოსიაურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულისთვის დასრულდება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player