Search

8 აგვისტო, 2010


2010 წლის 8 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის გამოვლენიდან 2 წელი შესრულდა.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქვეუწყებო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრის - რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით, შეეცადა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს ომში დაზარალებული ადამიანების მიმართ თანადგომა გამოეხატა. 

 

რამაზ ნიკოლაიშვილი თავდაპირველად,  სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,   მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები, რის შემდეგაც, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში კომპაქტურად ჩასახლებულ  იმ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებიც 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალდნენ და  კვების პროდუქტები ჩაუტანეს.

 

მეტეხში ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს კი, რომლებმაც ომის სირთულე საკუთარ თავზე გამოსცადეს,  სამინისტრომ საკმაოდ ორიგინალური აქცია მოუწყო. ბავშვებს ქართულ ენაზე გახმოვანებული ანიმაციური ფილმი "შრეკი" უჩვენეს და სამახსოვრო საჩუქრები დაურიგეს.

 

დევნილებმა რამაზ ნიკოლაიშვილს თანადგომისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ  ამგვარი აქციები მეტად საჭირო და აუცილებელია არამარტო სოციალური დახმარების კუთხით, არამედ  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის თვალსაზრისითაც.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player