Search

4 თებერვალი, 2009


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი სტუ-ს საავტომობილო გზების და აეროდრომების, ხიდებისა და გვირაბების კათედრების სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრას დაესწრება სტუ-ს რექტორი არჩილ თანგიშვილი.

თემა:
საგზაო მშენებლობის სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გზების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით გაიზარდა გზებისა და საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის მასშტაბები.
 
დასახული პროგრამის განხორციელებას ესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამ მხრივ პრობლემები არსებობს, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და სწავლების შესაბამისი ბაზა ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ საგზაო-სამშენებლო კათედრებს არ გააჩნიათ.
 
პროფესიული კადრების მომზადებისათვის აუცილებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზებისა და აეროდრომების, ხიდებისა და გვირაბების კათედრების აღჭურვა ახალი ტექნიკური ბაზით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, კომპიუტერებით, ახალი პროგრამებითა და ლიტერატურით.
 
ამისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის თანადგომით გეგმავს კომპიუტერული ტექნიკის, თანამედროვე პროგრამებისა და ახალი ლაბორატორიული ხელსაწყოების შეძენას.
 
ახალი ტექნოლოგიებისა და გამოცდილების ასათვისებლად საჭიროა ახალგაზრდა კადრების მივლინება საზღვარგარეთ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, პროფესიონალი კადრების დასაქმებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში ან სხვა სახელმწიფო და კერძო საგზაო სექტორებში.
 
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რაც ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიციური კადრების მომზადებასა და აღზრდას


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player