Search

27 ივლისი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გვიან ღამით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მშენებლობა მოინახულა.
 

პროექტი ითვალისწინებს სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას. რაც მოიცავს გზის სავალი ნაწილის სამშენებლო სამუშაოებს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობას, სანიაღვრე სისტემებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟს, ხიდების (სულ 5 ხიდი), ორი ესტაკადისა და ორი გვირაბის მშენებლობას. 

პროექტზე 470 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეობაა. ბეტონის დაგება ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს სასურველი ტემპერატურული პირობების გათვალისწინების და მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player