Search

30 ივლისი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

პროექტი ითვალისწინებს:

- გვირაბის გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას;

- ჰიდროიზოლაციის სიტემის შეცვლას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;

- ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზებას და საკანალიზაციო სისტემების განახლებას;

- ვიდეოკამერების დამონტაჟებას სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით;

- გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პროექტზე, რომლის ღირებულებაც 49,3 მილიონი ლარია, 150-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა. რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი აფინანსებს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player