Search

9 თებერვალი, 2009


ქ. მცხეთაში (გუბერნიის შენობაში) საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან რეგიონის გუბერნატორი, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონის თვითმმართველობასთან ერთად განიხილავს 2009 წელს მცხეთა-მთიანეთში დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გეგმას.
ადგილობრივი თვითმმართველობების არგუმენტირებული მოთხოვნებისა და წინადადებების  შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს არსებული გეგმის კორექტირება ან დამატებითი სამუშაოების გათვალისწინება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ


მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდება 42 კმ. საავტომობილო გზას და ოთხ ხიდს.
აღნიშნულ სამუშაოებზე სულ დაიხარჯება  21 მლნ. 930 ათასი ლარი.
მათ შორის:
• რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთებისა და სტიქია-პრევენციის სამუშაოებზე 13 მლნ. 505 ათასი ლარი.
• შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაზე  (მსოფლიო ბანკის დაფინანსებით) 4 მლნ. 100 ათასი ლარი.
• გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 2 მლნ. 900 ათასი ლარი. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player