Search

15 ივლისი, 2010


გუშინ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი თავმჯდომარე, მამუკა ლეჟავა წარუდგინა.

 

მამაუკა ლეჟავას 2008 წლიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეჭირა. 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის #866 განკარგულების საფუძველზე, ახლად დანიშნული თავმჯდომარე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

 

“საგზაო სფეროში, მიმდინარე წელს ახალი პროექტების განსახორციელებლად, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე თავის შრომისმოყვარე და თავდაუზოგავ გუნდთან ერთად იმუშავებს და უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ" - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player