Search

1 ივლისი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, ჩალის ტბასთან მშენებარე დასასვენებელ კომპლექსთან მისასვლელი, ყვარელი-ჩალის წყალსაცავის საავტომობილო გზის 8 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონით საფარის მოწყობის სამუშაოებს. ასევე, ორი ხიდისა და გზაზე განთავსებული ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემების, კიუვეტების (სადრენაჟო არხები) აღდგენისა და ჩალის ტბის გარშემო სავალი ბილიკების მოწყობის სამუშაოებს.

 

სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 4 მლნ. 356 ათასი ლარს შეადგენს. აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,სერპანტინი“.

 

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარება გახლავთ. სწორედ, კახეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის იდეას ემსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩალის წყალსაცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player