Search

13 თებერვალი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა, საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ ქართულ კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმეს (ხელი მოეწერა 10 კონტრაქტს).
დღეისათვის, გარდამავალი და უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 129 მლნ. ლარს შეადგენს. (2009 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, 521 მლნ. ლარი დაიხარჯება).
ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, კონტრაქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ. აღნიშნულ სამუშაოებზე ასეულობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.  


კონტრაქტები გაფორმდა ტენდერებში გამარჯვებულ შემდეგ ქართულ საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან:

1. შ.პ.ს. ,,მტკვარი” -  (ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის, თელავი-შუამთის მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები);

2. შ.პ.ს. ,,ინდიკო” - (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქ. ქუთაისში გამავალი 3კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები);

3. შ.პ.ს. ,,კოლხი” - (ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის, ახალციხე-ასპინძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები);

4. შ.პ.ს. ,,გზამშენპროექტი” - (პერიოდული შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება);

5. შ.პ.ს ,,ერკერი” - (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის, საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთზე, ხევზე არსებული ხიდის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები);

6. შ.პ.ს. ,,საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია” - (საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება);

7. შ.პ.ს. ,,დტს” - (ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის ბაღდათი-როხის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები);

8. შ.პ.ს. ,,ზიმო” - (სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქ.ფოთში, მდ.რიონზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები);

9. შ.პ.ს. ,,ზიმო” - (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფ. ბარდუბანთან, ხევზე არსებული ხიდის რკინაბეტონის მილის პრევენციული სამუშაოები);

10. შ.პ.ს. ,,ზიმო” - (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ. გორში, მდ. ლიახვზე არსებული სახიდე გადასასვლელის დაზიანებული ბურჯებისა და ქვის ლოდების ბარაჟის დემონტაჟის სამუშაოები)


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player