Search

22 ივნისი, 2010


რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე სტიქიისგან შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრა.


ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 141 კმ-ზე ადიდებულმა მდინარე ბდღვიორამ წაიღო საავტომობილო ხიდი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს  მუშაობას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player