Search

19 თებერვალი, 2009


ქ. ახალციხეში (გუბერნიის შენობაში) საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, რეგიონის გუბერნატორთან, ლაშა ჭკადუასთან ერთად, 2009 წელს სამცხე-ჯავახეთში განსახორციელებელი საგზაო სამუშაოების გეგმას განიხილავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა არგუმენტირებული მოთხოვნებისა და წინადადებების შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს გეგმის კორექტირება.
შეხვედრას დაესწრებიან რაიონების გამგებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, რეგიონში არსებული საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე საგზაო კომპანიებთან შეხვედრის დროს, დეპარტამენტის თავმჯდომარე განიხილავს იმ ათასობით მოქალაქის დასაქმების საკითხს, რომელთაც საგზაო ობიექტებზე დასაქმების თხოვნით დეპარტამენტში განცხადებები შემოიტანეს.

ასევე, რამაზ ნიკოლაიშვილი, 95 წლის იუბილეს მიულოცავს და საჩუქრებს გადასცემს, წარსულში, ახალციხის საგზაო სამმართველოს უფროსს, უხუცეს მეგზევეს, ალექსანდრე ბექაურს. (ახალციხე, რუსთაველის ქ.#13, 14.30 სთ)

ალექსანდრე ბექაური საგზაო სფეროში 1943 წლიდან მუშაობდა და ის ამჟამად პენსიონერია.


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2009 წელს ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა:

- რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება, სტიქია-პრევენცია 20 მლნ. 540 ათასი ლარი.

- BP-ს დაფინანსებით 1 მლნ. 825 ათასი ლარი.

- მოვლა-შენახვის სამუშაოები 1 მლნ. 600 ათასი ლარი.

სულ მთლიანობაში დაიხარჯება 23 მლნ. 965 ათასი ლარი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება 51 კმ. საავტომობილო გზას.


მილენიუმის პროგრამა

მილენიუმის პროგრამით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 115 კმ. გზაზე, რაზედაც 2009 წელს დაიხარჯება 26 მლნ. ლარი.
სამუშაოები დასრულდება 2010 წელს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player